"აშშ-ს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა"
loader

Breaking news

"აშშ-ს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა"

  • აშშ-ს აქვს ყველა მტკიცებულება რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

თბილისი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს აქვს საკმარისი რაოდენობის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

პომპეოს თქმით, ამერიკის ხელისუფლება ფლობს სერიოზულ მტკიცებულებებს, რომ ვირუსის გავრცელება სწორედ უხანის ლაბორატორიიდან დაიწყო. 

"ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც გამოჩნდა ჩინეთში. ჩინეთმა ადრე დააინფიცირა მსოფლიო, მათ ადრეც ჰქონდათ ლაბორატორია, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ზარალდება ჩინური ლაბორატორიის შეცდომის გამო", - განაცხადა პომპეო.

მისივე თქმით, ამჟამად დაზვერვა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას აგორვებს.

"დაზვერვამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ ჩვენ ბოლომდე დარწმუნებული ვიყოთ, თუმცა უკვე საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმის დასადასტურებლად, რომ ეს ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა", - აღნიშნა პომპეომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთი ინფორმაციის გავრცელებაში კვლავ დაადანაშაულა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე