"მადლობა იმ შემართებისთვის, თავდაჯერებულობისა და გმირობისთვის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის აჩვენებთ, გვეამაყებით!"
loader

Breaking news

"მადლობა იმ შემართებისთვის, თავდაჯერებულობისა და გმირობისთვის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის აჩვენებთ, გვეამაყებით!"

  • მადლობა იმ შემართებისთვის თავდაჯერებულობისა და გმირობისთვის რომელსაც ყველგან და ყოველთვის აჩვენებთ გვეამაყებით

თბილისი: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 29 წელია, ქართული ჯარი დღითიდღე ვითარდება, ძლიერდება და ყველა გამოწვევისთვის ემზადება. ჩვენ ყველა, თითოეული ადამიანი ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ყოველთვის იქ არიან, სადაც მათ სამშობლოს და თანამემამულეებს სჭირდებათ. ეს ძალიან თვალნათელია ახლაც, როცა ისინი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაშიც აქტიურად არიან ჩართული და დაუღალავად იცავენ ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ქართველი ჯარისკაცები წლებია, სამშობლოს ღირსებას იცავენ საერთაშორისო მისიებში და მათი გმირობის გამო საქართველომ არაერთი მადლობა მიიღო.

საქართველომ არაერთი გმირი ჯარისკაცი დაკარგა საერთაშორისო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე და მადლობას გიხდით გმირობისა და შეუპოვრობისთვის. საქართველო არასოდეს დაივიწყებს თქვენს სახელებს.

თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. მადლობა იმ შემართებისთვის, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცებისთვის დამახასიათებელი სიდინჯის, თავდაჯერებულობისა და გმირობისთვის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის აჩვენებთ. გვეამაყებით!", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე