"დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩემთვის ვიცე-პრემიერობის შემოთავაზება"
loader

Breaking news

"დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩემთვის ვიცე-პრემიერობის შემოთავაზება"

  • დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩემთვის ვიცე-პრემიერობის შემოთავაზება

კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენკის მიერ რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზების შესახებ ადრე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

"ჩემთვის დიდი პატივის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზება. ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა პრემიერ შმიგალთან, რომელის დროსაც მთავრობაში ჩემს შესაძლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზელენსკის მის გადაწყვეტილებებში.

"წინ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ეკონომიკაში, მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. ახლა, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ვიყოთ გამბედავები გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში", - აცხადებს სააკაშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე