უკრაინაში კორონავირუსით 942 ადამიანია ინფიცირებული
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით 942 ადამიანია ინფიცირებული

  • უკრაინაში კორონავირუსით 942 ადამიანია ინფიცირებული

კიევი: უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 942-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაცვლილია 23 ადამიანი, 19 - გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული კიევშია, სადაც კორონავირუსი 180-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მეორე ადგილზეა ჩერნოვეცის ოლქი - 171 შემთხვევა, მათ შორის 5 გარდაიცვალა, შვიდი კი განიკურნა.

შემდეგი ტერნოპოლის ოლქია - 114 ინფიცირებული, 5 ლეტალური შემთხვევა, 7 - გამოჯანმრთელებული.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინა კარანტინის პირობების გამკაცრებას აპირებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე