აშშ-ში შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა
loader

Breaking news

აშშ-ში შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

  • აშშ-ში შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

ვაშინგტონი: აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გვინდა, რომ ეს საშინელება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამისთვის ვახანგრძლივებთ შეზღუდვებს 30 აპრილამდე, რათა შევაჩეროთ ის", - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე, ვირუსის პიკი სავარაუდოდ, ორ კვირაში დადგება, რა დროსაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 142 402 შემთხვევა ფიქსირდება. გარგაცვლილია 2 497 ადამიანი. ვირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 4 767-მა ადამიანმა შეძლო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე