ასლან ბჟანია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს
loader

Breaking news

ასლან ბჟანია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

  • ასლან ბჟანია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

თბილისი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც ბჟანია აცხადებს, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ მასობრივი, მათ შორის რიტუალურ ღონისძიებებში მონაწილეობისგან და უნდა იმუშაოს მხოლოდ ისეთმა დაწესებულებებმა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.

"ძვირფასო თანამემამულეებო! არსებული ვითარება უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღებას გვავალდებულებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პანიკა. სპეციალური მისია ეკისრება სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს ქმედებებზე. თითოეულის ამოცანაა -  დაიცვან საკუთარი თავი და ახლობლები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პასუხისმგებლობას გამოიჩენს,  ამ რთულ ეტაპს ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე გავივლით. 

თვითიზოლაცია არ შეესაბამება ჩვენს ხასიათს, მაგრამ დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყვარელ ადამიანებზე. ჩვენი მოხუცები განსაკუთრებით რისკის ზონაში არიან. ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ დაიცვას მოსახლეობა კოროვირუსული ინფექციისგან. კომპეტენტური ორგანოები მუდმივად აკვირდებიან ვითარებას. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანდაცვის მინისტრი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად მაცნობენ", - აცხადებს ბჟანია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე