ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა
loader

Breaking news

ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა

  • ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა

თბილისი: ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბლოკ-პოსტები ამ ეტაპზე საპოლიციო ძალებით შეიქმნება.

"ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე. ბლოკ-პოსტები ქალაქის შესასვლელში ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, ეკიპაჟებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ერთ მანქანაში სამი ადამიანის ყოფნა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ასევე, დღეიდან ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

"დღევანდელი დღიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია. ამასთანავე, მივმართავთ ყველა იმ საწარმოს, რომლის მუშაობაც აუცილებელია ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე, მათაც მაქსიმალური ზომები მიიღონ", - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე