შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა
loader

Breaking news

შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა

  • შპს ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას ხელმძღვანელმა StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა

თბილისი: შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მამია ბერიძემ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

აღნიშნულ საწარმოში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რეკომენდაციის შესრულების პირობებს გაეცნო.

დირექტორის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს და თანამშრომლებს ხელფასებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.  

ზვიად შალამბერიძემ კომპანიის დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯი თი ემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა.

მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა  მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე