ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო
loader

Breaking news

ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

  • ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

თბილისი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები დაწვრილებით განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე