"ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი"
loader

Breaking news

"ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი"

  • ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი

თბილისი: თქმა იმისა, რომ „რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო“, ან კიდევ, „მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი“, არ არის სწორი!, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლისადმი მიმართვაში აცხადებს.

"როცა ადამიანთა ხორციელ სნეულებებსა და მათ დაძლევაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ეგების, არცკი შეიძლება მედიცინისა და ღვთისმეტყველების, მკურნალობისა და ღვთისმსახურების დაპირისპირება, ანუ მათი კონფრონტაციულ რეჟიმში განხილვა და წარმოჩენა. თქმა იმისა, რომ "რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო“, ან კიდევ, "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი“, არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.

ამასვე ადასტურებს ძველი აღთქმაც: უფალმა შექმნა მკურნალიცა და წამალიც და მისცა მათ ძალა კურნებისა. გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ... („სიბრძნე ზირაქისა“, თავი 38, 1-4).

მკურნალნი არიან ასევე ახალი აღთქმის წმიდანთა შორისაც, რომელნიც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სხეულებრივი წყლულებისა და უძლურებისგან გაკურნებაში ეხმარებოდნენ და დღესაც ეხმარებიან ადამიანებს. გავიხსენოთ, წმიდა სერაფიმე საროველი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა მორწმუნეთ, რომ სათანადოდ დაეფასებინათ მკურნალის ხელოვნება, რადგან მას სწადია სნეულთა გამოჯანმრთელება!

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი სოლიდარულნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ: ერი და ბერი, საერონი და სასულიერონი, სახელმწიფო მოხელენი და რიგითი მოქალაქენი", - აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე