"დღეს გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ ითანამშრომლონ და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ"
loader

Breaking news

"დღეს გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ ითანამშრომლონ და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ"

  • დღეს გვაქვს შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ რომ ითანამშრომლონ და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ

თბილისი: დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლისადმი მიმართვაში აცხადებს.

"ვხედავთ, რომ ახალი ინფექციური დაავადების გავრცელება დიდ განსაცდელს უქმნის მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ისედაც მცირერიცხოვან ჩვენს ხალხს, ჩვენს სამშობლოს; დიდი გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი თითოეული წევრის რწმენას, მით უფრო, რომ მორწმუნეთაგან არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებული საფრთხეების შეფასების დროს; მთელ რიგ შემთხვევებში კი პანდემია აღქმულია ეკლესიასთან ბრძოლის საშუალებად; ეს და არა ერთი მსგავსი განცხადება ემსახურება საღი აზრის განდევნას ეკლესიიდან და ხელს უწყობს მის წიაღში ურთიერთ აგრესიით განმსჭვალული ჯგუფების წარმოქმნას.

მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში (რასაც, ასევე, აქვს ადგილი!) გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც!"

დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში", - აცხადებს მეუფე გრიგოლი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე