მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
loader

Breaking news

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

  • მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისი: მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ  ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. 

"ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია“, - განაცხადა ექიმმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე