სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს
loader

Breaking news

სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს

  • სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს

თბილისი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილეებმა - მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ ქოჩიაშვილმა დაათვალიერეს და  მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.

პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, გარდამავალია და საერთო ჯამში სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება. 

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ახორციელებს.

"ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. ტენდერები დასრულებულია, მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიებთან. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მლნ 304 ათასი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე