საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

თბილისი: ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.

"გუშინ დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით არის 77 შემთხვევა", - აღნიშნა ეზუგაბიამ.

მისივე თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი თბილისში, ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, ერთი - ზუგდიდში და ერთი ბათუმში.

"ჩვენთან არის ორი ახალი პაციენტი, ერთ მათგანს საფრანგეთის ისტორია აქვს, მეორე - ამერიკული კლასტერია, ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იყო", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე