თბილისი: ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.
"გუშინ დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით არის 77 შემთხვევა", - აღნიშნა ეზუგაბიამ.
მისივე თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი თბილისში, ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, ერთი - ზუგდიდში და ერთი ბათუმში.
"ჩვენთან არის ორი ახალი პაციენტი, ერთ მათგანს საფრანგეთის ისტორია აქვს, მეორე - ამერიკული კლასტერია, ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იყო", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.