საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს
loader

Breaking news

საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

  • საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა და ვიდეომიმართვაში პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

"ამ გაჭირვების ჟამს მოგმართავთ გაერთიანებული  სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას!"- აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა. 

დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სასახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ  მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს და შინიდან მუშაობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე