მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა
loader

Breaking news

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

კიევი: 25 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20 550-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 454 398 შემთხვევაა დაფიქსირებული, 81 661 ადამიანი ინფიცირებულია ჩინეთში, 74 386 - იტალიაში, აშშ-ში - 61 167 ადამიანია დაინფიცირებული, ესპანეთში - 47 610, გერმანიაში - 37 006, ირანში - 27 017 და საფრანგეთში - 22 654.

გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია დაფიქსირებული იტალიაში, სადაც COVID-19-ის მსხვერპლი 7503 ადამიანი გახდა, ჩინეთში გარდაიცვალა - 3285, ესპანეთში კი 3434 ადამიანი.

ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ვირუსისგან 113 ათას 45 ადამიანი განიკურნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე