"ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი"
loader

Breaking news

"ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი"

  • ვადასტურებ ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი

თბილისი: ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ დაადასტურა, რომ ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა. ეპარქიის მღვდელთმთავარმა დაასახელა მოძღვრის მისი ვინაობაც – დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი.

"ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ - პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი", - განაცხადა მეუფე საბამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

სასულიერო პირს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ დეკანოზთან, გადავიდნენ იზოლაციაში და მიმართონ ექიმებს.

დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი ნიუ იორკში მოღვაწეობს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე