ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა
loader

Breaking news

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

  • ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

თბილისი: ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა. ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის,  StopCov ფონდში 9  მლნ ლარი შეგროვდა.

ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში  მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა:

·  მაგთიკომი

· არ ემ ჯი

· მეტრო ჰოლდინგი

· თელავის ღვინის მარანი

· პე-ეს-პე ჯგუფი

· თეგეტა მოტორსი

· ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

· ფოთის საზღვაო ნავსადგური

· საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე

· ჰუალინგი

· სამშენებლო კომპანია დირსი

· თბილი სახლი

· სარაჯიშვილი

· სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი"

· ქსელი „სუფთა სახლი"

· რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი

· ასკანელი ძმები

StopCoV ფონდში  აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე