"მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის"
loader

Breaking news

"მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის"

  • მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის

თბილისი: რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"მე ბევრჯერ ველაპარაკე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, კარტოფილი იქნება, ხახვი, მწვანილი არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვეულებრივად მინდვრიდან რომ პროდუქცია მოდის, ისედაც ვამუშავებთ ყველანი, ვრეცხავთ. თუ კი ადამიანს მიწა აქვს მოშორებით და მანქანით გადადგილდება, ორზე მეტი ადამიანი ერთ მანქანაში არ უნდა იყოს. თუ საუბარია იმაზე, რომ ტაქსი გააჩერეს, ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ ორი ადამიანი იყოს და პლუს მძღოლი, მაგრამ ეს ორი ადამიანი უნდა იყოს უკან.

როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიტვირთება და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს შემსვლელ მანქანაზე“,- განაცხადა სუბარმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე