ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ
loader

Breaking news

ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ

  • ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ
  • ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ
  • ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ
  • ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ

თბილისი: ბორჯომში მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიწოდებას, ასევე ცენტრში, ბანკებთან, სუპერმარკეტებთან და სხვა თავშეყრის ადგილებში რიგების კონტროლს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფმა კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა, გამოცემული ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას  მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

ახალგაზრდებმა თემატური პლაკატები თვალსაჩინო ადგილებზეც გამოაკრეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი, დაკომპლექტებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ჩამოყალიბებული გუნდისა და წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის მოხალისეებით. 

მოხალისეები მზად არიან  საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთონ სხვა ღონისძიებებშიც. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე