უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

  • უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

კიევი: უკრაინაში ახალი კორონავირუსის უკვე 113 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

25 მარტის მონაცემებით, COVID-19-ის 113 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 4 პაციენტი გარდაიცვალა, ერთი გამოჯანრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის მეოთხე მსხვერპლი, 68 წლის პაციენტი ტერნოპოლის ოლქში დღეს დილით გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე