პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა
loader

Breaking news

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

  • პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

თბილისი: თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მოთავსებულ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

"გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში", -  განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე