უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

  • უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

კიევი: უკრაინაში ახალი კორონავირუსის 41 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამი გარდაიცვალა.

24 საათის განმავლობაში უკრაინაში 15 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

20 მარტის ღამის მონაცემებით, COVID-19 9 ოლქსა და კიევშია დაფიქსირებული, მათ შორის - ჩერნოვიცის ოლქი - 25 შემთხვევა, ერთი ლეტალური, კიევის ოლქი - სამი შემთხვევა, კიევი - სამი, ჟიტომირის ოლქი - 2 შემთხვევა, ერთი ლეტალური, დნეპროპეტროვსკის ოლქი - ორი შემთხვევა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი - 2 შემთხვევა, ერთი ლეტალური, დონეცკის ოლქი - ერთი შემთხვევა, ლვოვის ოლქი - ერთი შემთხვევა, ხარკოვის ოლქი 1 შემთხვევა და ტერნოპოლის ოლქი - 1 შემთხვევა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია 415 საეჭვო შემთხვევა, მათგან 48-ს იკვლევენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე