იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა
loader

Breaking news

იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა

  • იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა

კიევი: იტალიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსს 627 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს არის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც იტალიაში კორონავირუსი გავრცელდა. 

აქამდე იტალიაში ერთ დღე-ღამეში 475 ადამიანი იყო გარდაცვლილი, მაშინ, როცა ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, 150-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა.

20 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით სულ 4032 ადამიანია დაღუპული, ინფიცირებულია 47 421.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ლომბრადიის რეგიონში 2549 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ინფიცირებულია 22 264.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8-ჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე