კიევის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
loader

Breaking news

კიევის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  • კიევის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კიევი: კიევის ოლქში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება 18 მარტის რიგგარეშე სხომაზე მიიღეს.

საგანგებო მდგომარეობა ჯერჯერობით უკრაინის დედაქალაქზე  არ ვრცელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, მომავალში კიევშიც გამოცხადდეს.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად უკრაინაში დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, თეატრები, შეზღუდულად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ორი უმაღლესი რადას დეპუტატია. ვირუსს  ორი ადამიანი ემსხვერპლა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე