აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
loader

Breaking news

აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

  • აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფგან მუხთარლის ძმა რამაზან მუხთარლი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აფგან მუხთარლი პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ჟურნალისტს სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრით შეეცვალა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე