"პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები"
loader

Breaking news

"პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები"

  • პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება ყოველ კვირა დღეს 1200 სთ-ზე ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები

თბილისი: პატრიარქის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ მორწმუნეებისადმი გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა,  კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე)  დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და  ჩვენი ოჯახები.

ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, - ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო  სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.

სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.

წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი  ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს", - აღნიშნულია მიმართვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე