30 დღის განმავლობაში ევროპიდან აშშ-ში შესვლა შეიზღუდება
loader

Breaking news

30 დღის განმავლობაში ევროპიდან აშშ-ში შესვლა შეიზღუდება

  • 30 დღის განმავლობაში ევროპიდან აშშ-ში შესვლა შეიზღუდება

კიევი: კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ ევროპიდან უცხოელების მიღებას აჩერებს. აშშ-ში შესვლა აეკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებიც აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტამდე 14 დღის განმავლობაში ნამყოფები არიან ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ შენგენის ზონაში. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან 30 დღით ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება. 

როგორც ტრამპმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ევროკავშირმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ისეთი ზომების ამოქმედება, რაც აშშ-მა.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზომები მგზავრების როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გადაყვანის შეჩერებას გულისხმობს. შეზღუდვები არ შეეხება ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებს.

ტრამპმა ასევე მოუწოდა კონგრესს, მიიღოს ზომები საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად აშშ-ის ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

კოორნავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე აშშ-ს 24 შტატში მოქმედებს. გარდაცვლილია 38 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 1200-ს აჭარბებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"მე გავაკეთებ განცხადებას რა გადავწყვიტე და რას გააკეთებს ჩვენი ქვეყანა"