აშშ-ის "საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა 41 მედალი მოიპოვეს
loader

Breaking news

აშშ-ის "საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა 41 მედალი მოიპოვეს

  • აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა 41 მედალი მოიპოვეს

თბილისი: 25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს.

​5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში.

წარმატებით იასპარეზა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა. მისმა წევრებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი. სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.

წარმატებული იყო შეჯიბრი ბირთვის სროლაში, რომელშიც თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე - ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი - ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში (115კგ) ოქრო, ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო კაპრალმა თემურ დადიანმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე