კიევი: ახალი კორონავირუსის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით სავარაუდოდ, ივნისამდე გაგრძელდება, - ჩინური მედიის ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალში კორონავირუსთან ბრძოლაში აქცენტი შესაძლოა, "ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდეს".
9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.
109 ათასზე მეტზე ინფიცირებულიდან 3 800 ადამიანი გარდაიცვალა.