იდლიბში გართულებული მდგომარეობის გამო ერდოღანი ტრამპს სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს
loader

Breaking news

იდლიბში გართულებული მდგომარეობის გამო ერდოღანი ტრამპს სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს

  • იდლიბში გართულებული მდგომარეობის გამო ერდოღანი ტრამპს სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს

კიევი: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სირიის პროვინცია იდლიბში გართულებული სიტუაციის გამო აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს.

ედროღანის თქმით, ოფიციალურმა ანკარამ უპასუხა სირიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მზად არის თურქეთის არმია საბრძოლო მასალით უზრუნველყოს.

"ჩვენ მივმართეთ ასეთი თხოვნით ტრამპს, ჩვენ გვსურს საბრძოლო მასალები", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა მმართველ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით,  ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის იმედი აქვს.

იდლიბში სიტუაცია გასულ კვირას მას შემდეგ გამწვავდა, რაც საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე