საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა
loader

Breaking news

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა

  • საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა

თბილისი: საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ნიკოლ ფაშინიანის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ფაშინიანს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე