სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
loader

Breaking news

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

  • სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კიევი: სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ინფიცირებულია 29 წლის სომხეთის მოქალაქე, რომელიც თეირანიდან მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მას ექიმისთვის მიმართვის მომენტში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მამაკაცის მეუღლეს ვირუსი არ დაუდასტურდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში მოათავსებენ,  საუბარია 30 მოქალაქეზე.

იმყოფებოდნენ თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეები თვითმფრინავის ბორტზე, ამ დროისთვის უცნობია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე