"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დონბასში ომი შეწყდეს, მაგრამ ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება"
loader

Breaking news

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დონბასში ომი შეწყდეს, მაგრამ ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება"

  • ყველაფერს ვაკეთებთ რომ დონბასში ომი შეწყდეს მაგრამ ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება

კიევი: ყირიმი დონბასში მშვიდობის საფასური არ გახდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დონბასში ომი შეწყდეს, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ საუკეთესო უკრაინელებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმი დღის წესრიგიდან იხსნება ან შეიძლება დონბასში მშვიდობის ფასად გავცვალოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის დროშის ქვეშ გაერთიანდეს.

"დიახ, ეს ძალიან რთული დავალებაა, რომლის გადაწყვეტაც სამწუხაროდ, ხვალვე შეუძლებელია. მაგრამ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ დღესვე შეგვიძლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე