III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა
loader

Breaking news

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა

  • III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა

თბილისი: საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ. 

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე