"ვიდრე ასადის რეჟიმი ძალადობას აგრძელებს, თურქეთი სირიის ტერიტორიას არ დატოვებს"
loader

Breaking news

"ვიდრე ასადის რეჟიმი ძალადობას აგრძელებს, თურქეთი სირიის ტერიტორიას არ დატოვებს"

  • ვიდრე ასადის რეჟიმი ძალადობას აგრძელებს თურქეთი სირიის ტერიტორიას არ დატოვებს

კიევი: თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის პროვინცია იდლიბში თურქი ჯარისკაცები იქამდე დარჩებიან, ვიდრე ბაშარ ასადის რეჟიმი ძალადობას არ შეწყვეტს.

"იქამდე, ვიდრე ბაშარ ასადის რეჟიმი იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს, ჩვენ სირიის ტერიტორიას არ დავტოვებთ. ზავის რეჟიმის უზრუნველყოფა მხოლოდ ჩვენი აქ ყოფნით არის შესაძლებელი. ძალადობა უნდა შეწყდეს", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ევროპელ ლიდერებმა ერდოღანს 5 მარტს იდლიბის საკითხზე სტამბოლში ოთხმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზეს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე