საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა
loader

Breaking news

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში 9688 დაამარცხა

თბილისი: საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო.

თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 23 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან გამართავს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე