დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა
loader

Breaking news

დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა

  • დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ოთხი კი დაიჭრა

კიევი: დონბასში პრორუსული სამხედრო დაჯგუფებების შეტევის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა.

გაერთიანებული ძალების შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხ დასახელებულ პუნქტში ამ დროისთვის ბრძოლა დასრულებულია.

"უკრაინელი დამცველების რიგებში სამწუხაროდ, ერთი დაღუპული და ოთხი მსუბუქად დაჭრილია, მათ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. მტრის რიგებში ერთი დაღუპული და ხუთი მძიმედ დაჭრილია. ვაგრძელებთ უკრაინის დაცვას აგრესორისგან", - აცხადებენ პრესსამსახურში.

დღეს დილიდან პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ. გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მინსკის შეთანხმების აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს. 

უკრაინელი სამხედროების ცნობით, მეტოქე აქტიურ შეტევაზე გადავიდა და ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე