რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება
loader

Breaking news

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება

  • რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება

კიევი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება. 

"ბევრი უკრაინელი დაბრუნდა სახლებში, ვგეგმავთ, რომ მორიგ შეხვედრაზე კიდევ უფრო მასშტაბური გაცვლა მოხდეს", - აღნიშნა პრისტაიკომ.

მისივე თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მორიგი ნორმანდიული სამიტი აპრილში გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს შედგა.

29 დეკემბერს კი უკრაინაში საკუთარ სახლებში 76 ადამიანი დბრუნდა, მათ შორის 12 სამხედრო და 64 სამოქალაქო პირი. სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს 124 ადამიანი გადასცა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე