ვაზიანში, ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
loader

Breaking news

ვაზიანში, ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

  • ვაზიანში ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

თბილისი: ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და ნატოს მხრიდან მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ გადაეცათ. მისიაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 25 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა.

ცერემონიალზე 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიმართა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ რვა თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე