თბილისი: რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს.
2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან 2:3 დამარცხდა და კონტინენტის პირველობა ვერცხლის მედლით კარიერაში მეოთხედ დაასრულა.
74 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში კი ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელი კიროვის დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა.