"ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი"
loader

Breaking news

"ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი"

  • ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერაფერს ვიტყვი

თბილისი: ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ხელშესახები პროგრესი აქვთ, თუმცა გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

ბენსუდას თქმით, არსებობს ბევრი გამოწვევა და ცდილობენ, მეტი მტკიცებულებები მოიპოვონ.

"ნამდვილად გვაქვს პროგრესი. ბევრი გამოწვევაა და ვცდილობთ იმ გზების მოძებნას, როგორ შეიძლება მოვიპოვოთ მტკიცებულებები. ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. შემიძლია დაგიდატუროთ, რომ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან და ახლა ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, როგორ შეიძლება მეტი მტკიცებულების მოპოვება“ ,- განაცხადა ფატუ ბენსუდამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე