ახალი კორონავირუსით შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს
loader

Breaking news

ახალი კორონავირუსით შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს

  • ახალი კორონავირუსით შესაძლოა დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს

კიევი: ჩინეთში ვირუსის გავრცელების დონის გათვალისწინებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსით შესაძლოა, მსოფლიოში, მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი ირა ლონჯინი, რომელიც ჩინეთში ინფექციის გავრცელებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის ცნობილი. 

მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების დონის გათვალისწინებით, დაავადების, რომელიც გამოვლენამდე უკვე გადამდებია, სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 

"ამ ვირუსს იზოლაცია და კარანტინი ვერ შეაჩერებს", - აღნიშნავს ლონჯინი.

ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ლეუნგი აცხადებს, რომ ვირუსით შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს, თუ მისი გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება. 

ლონდონის სამედიცინო სკოლის ინფექციური დაავადებების საკითხებში ექსპერტი დევიდ ჰეიმენი აცხადებს, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი მონაცემების შეკრება იმისთვის, რათა გაიგონ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ვირუსის გავრცელება.

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1400-ს მიაღწია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ 30 იანვარს გამოაცხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე