"თუ აშშ და ისრაელი მცირე შეცდომასაც კი დაუშვებენ, ჩვენ მათ გავანადგურებთ"
loader

Breaking news

"თუ აშშ და ისრაელი მცირე შეცდომასაც კი დაუშვებენ, ჩვენ მათ გავანადგურებთ"

  • თუ აშშ და ისრაელი მცირე შეცდომასაც კი დაუშვებენ ჩვენ მათ გავანადგურებთ

კიევი: ირანის რევოლუციური ელიტური გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი ჰუსეინ სალამი აშშ-ს და ისრაელს სამხედრო დარტყმის განხორციელებით ემუქრება. ამის შესახებ მან ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის გარდაცვალებიდან 40-ე დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.

სალამის თქმით, მისი გვარდია აშშ-ს და ისრაელს დაარტყამს, თუ ამისთვის საფუძველი იქნება.

"თუ მცირე შეცდომასაც კი დაუშვებთ, ორივეს გაგანადგურებთ", - განაცხადა გენერალ-მაიორმა სალამიმ.

3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს, გენერალ სულეიმანის კოლონაზე დატყმა განახორციელა. შედეგად ყასემ სულეიმანი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სულეიმანი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე