აშშ-ის სენატმა პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება შეუზღუდა
loader

Breaking news

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება შეუზღუდა

  • აშშ-ის სენატმა პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება შეუზღუდა

კიევი: ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს.

მომხრეთა შორის დონალდ ტრამპის რვა თანაპარტიელი რესპუბლიკელია.

კენჭისყრამდე, სენატი ტრამპმა გააფრთხილა, რომ არ აენთო მწვანე შუქი ამ რეზოლუციისთვის.

"აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სენატმა მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ რეზოლუციას. ახლა არ არის ირანთან მიმართებაში სისუსტის გამოჩენის დრო. თუ ჩემი ხელები შეკრული იქნება, ირანი ძალიან ცუდ სიგნალს მიიღებს. არ დაუშვათ ეს!“ - დაწერა ტრამპმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე