"უკრაინელი ჯარისკაცები ერაყში ნატო-ს მისიას შეუერთდებიან"
loader

Breaking news

"უკრაინელი ჯარისკაცები ერაყში ნატო-ს მისიას შეუერთდებიან"

  • უკრაინელი ჯარისკაცები ერაყში ნატო-ს მისიას შეუერთდებიან

კიევი: უკრაინელი სამხედროები ერაყში ნატო-ს მისიას შეურთდებიან, შესაბამისი დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა.

"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მისიას შევუერთდებით. ამის ალბათობა ძალიან დიდია. ყველა მხარე, რომელსაც ამასთან კავშირი აქვს, აცხადებს, რომ მხარს უჭერენ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ნატო-ს პროგრამებში დიდი ოდენობით მონაწილეობაში", - განაცხადა ზაგოროდნიუკმა.

მისივე თქმით, არსებობს ასევე შეთანხმება ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა რესურსის დიდი რაოდენობა ერაყში იქნება გადასროლილი.

"თავად ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აქვთ ჯერ კიდევ განსაზღვრული, როდის აღდგება მისია ერაყში, ამიტომ ახლა ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ ამოცანაზე, კონკრეტულ მოცულობასა და ადამიანებზე. როგორც კი ეს შემუშავდება, ყველას შევატყობინებთ", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე