ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1369-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1369-მდე გაიზარდა

  • ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1369-მდე გაიზარდა

კიევი: ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში რეგიონში ახალი ტიპის დაავადებამ 242 ადამიანი იმსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში 59805-ს შეადგენს, სულ მსოფლიოში ახალი ვირუსით 60 329 ადამიანია დაავადებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულია 15000-ზე მეტი ადამიანი.

მედიკოსების ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 995 ადამინი.

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 77 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე