ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა
loader

Breaking news

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა

  • ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა

თბილისი: ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული სიკვდილიდან 10 წელი გავიდა.

2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერუს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა, რის შედეგად ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე