"ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 23:10 დაამარცხეს
loader

Breaking news

"ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 23:10 დაამარცხეს

  • ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2310 დაამარცხეს

თბილისი: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. 

მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე